ვლადიმირ ზელენსკი – ჩვენ ერთობლივად აუცილებლად გამოვძებნით გზას, რომელიც აიძულებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს ზელენსკიმ განაცხდა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობით, შავი ზღვის რეგიონში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ ერთობლივად აუცილებლად გამოვძებნით გზას, რომელიც აიძულებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს, დავაბრუნებთ სტაბილურობასა და მშვიდობას რეგიონში, დავიცავთ ყირიმელი თათრების უფლებას, მივაღწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.