ვლადიმირ ზელენსკი - „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლიათ
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-ს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლიათ. ეს არის ძლიერი იარაღი, რომელსაც რუსეთს ხელში აძლევენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აღნიშნული გაზსადენის ამუშავება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომლებიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს მთელ ევროპას იცავს.