ვლადიმირ ზელენსკი - აშშ-ის დახმარება გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, ასევე, ზრდის ჩვენი არმიის შესაძლებლობებს
ვლადიმირ ზელენსკი - აშშ-ის დახმარება გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, ასევე, ზრდის ჩვენი არმიის შესაძლებლობებს

აშშ-ის დახმარება გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, რაც შეეხება უკრაინის ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ბაიდენს და აშშ-ის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ამ დახმარების გაზრდისთვის, იმ დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ უკვე ვიღებთ და მხარდაჭერისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს დახმარება არა მხოლოდ გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ, რაც შეეხება უკრაინის ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდის ჩვენი არმიის დონეს და ჩვენი არმიის რესურსების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება პრიორიტეტია, მაგრამ აგრესიის განახლების შემთხვევაში, ამას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის და სიტუაციის დეესკალაციის მკაფიო უპირატესობაზე. ეს არის აშკარა უპირატესობა და ასევე ყველაზე საპასუხისმგებლო რამ, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ამავდროულად, ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით მოსკოვს, რომ თუ ის გადაწყვეტს, განაახლოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს მოდის არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.