ვლადიმირ ზელენსკი ალექსანდრ ლუკაშენკოს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ურჩევს
ვლადიმირ ზელენსკი ალექსანდრ ლუკაშენკოს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ურჩევს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ურჩევს.

„ევრონიუსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ალექსანდრ ლუკაშენკომ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით არჩევნები განმეორებით უნდა ჩაატაროს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი არჩევნები შესაძლოა, იყოს გამოსავალი რთული სიტუაციიდან.

„წარმოვიდგინოთ, რომ ვარ თავდაჯერებული ადამიანი. დარწმუნებული ვარ ხალხის არჩევანში. როგორ დავამშვიდო ყველა? ნამდვილად ვიტყოდი: უახლოეს პერიოდში ახალი არჩევნები იქნება და მე ვიღებ მასში მონაწილეობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი