ვლადიმირ ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ჩავიდა
ვლადიმირ ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ჩავიდა

ვლადიმირ ზელენსკი პრეზიდენტის რანგში აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში პირველად ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა უკრაინის ძალების პოზიციები დაათვალიერა.

„სახელმწიფოს მეთაური მებრძოლებს ესაუბრა ყოფით პირობებზე, კვების ხარისხზე, ტექნიკით, საცხოვრებლითა და სოციალური პაკეტით უზრუნველყოფაზე, ქვედანაყოფების დაკომპლექტებაზე“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი კონფლიქტის ზონაში გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა, საიდანაც მოწინააღმდეგის უახლოესი პოზიცია 400 მეტრის მანძილზეა.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა უკრაინელი სამხედროების პირობების გაუმჯობესება.

„სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინას იცავენ, ნორმალური პირობები უნდა იყოს შექმნილი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე მოისმინა ოპერაციის მეთაურის ანგარიში დონბასში შექმნილ ვითარებაზე.