ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალების არარსებობა ევროპაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალების არარსებობა ევროპაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალების არარსებობა ევროპაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან, რობერტ პორტმანთან და კრისტოფერ მერფისთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ განსაკუთრებით აქტუალურია ყველა იმ საფრთხის გაცნობიერება, რომელსაც პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წარმოადგენს.

როგორც უკრაინის ლიდერმა განაცხადა, კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე, რამაც შესაძლოა, ევროპაში რუსეთის პოზიციები გააძლიეროს, არის უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების კონკრეტული ვადებისა და მკაფიო სიგნალების არარსებობა.