ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების სჯერა
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების სჯერა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების სჯერა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ამის წყალობით იქნება შესაძლებელი ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის დაბრუნება.

„მე მჯერა ამის, თორემ უკრაინის პრეზიდენტობაზე არ წავიდოდი. ეს ძალიან რთულია და აქ მთელი მსოფლიოს დახმარება გვჭირდება, ეს მართალია, მაგრამ მე არ ვკარგავ ამ რწმენას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეიტინგებს და ძალაუფლებას უპირატესობას არ ანიჭებს და წარუმატებლობის შემთხვევაში, მზადაა, თანამდებობა დატოვოს.

„თუ მე ვერ დავამთავრე ომი, მაშინ უნდა მოვიდეს სხვა ადამიანი, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის ამ ტრაგიკული ისტორიის დასრულება შეუძლია“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.