ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს

ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა შედგა.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზრდასთან დაკავშირებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ალიანსის წევრი ქვეყნების ფლოტის ზრდის მნიშვნელობას და თანამშრომლობას შავი ზღვის სანაპიროზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის, აქტიურად შეუერთდეს ალიანსის ერთობლივ მოქმედებებს. კიევმა ასევე დაინტერესება გამოთქვა ერთობლივი სწავლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებითაც.