ვლადიმირ ზელენსკი ​- ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ყველაზე ცუდი სცენარის აცილებას შევძლებთ, თუმცა მედიცინა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს
ვლადიმირ ზელენსკი ​- ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ყველაზე ცუდი სცენარის აცილებას შევძლებთ, თუმცა მედიცინა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადება. ამის შესახებ ზელენსკიმ კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა.

„იმიერკარპატებში იმ სამედიცინო დაწესებულებების საწოლების 70%, რომლებიც ეპიდემიის პირველი ტალღისთვის ემზადებოდნენ, დაკავებულია პაციენტების მიერ. ასეთი დინამიკით უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი, თუმცა მედიცინა მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობა საავადმყოფოებს ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ამზადებს.

ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში „კოვიდ-19“ 706 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი