ვლადიმირ ვაისი - ლიტვასთან ჩაკვეტაძე ძირითადში იქნება
ვლადიმირ ვაისი - ლიტვასთან ჩაკვეტაძე ძირითადში იქნება

სასტუმრო “ჰუალინგში”, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

”ჩვენი დონის ნაკრებისთვის ერთა ლიგა წარმატების დიდი შანსია. მთელ ქვეყანას წარმატების მიღწევა სურს და საამისოდ ყველფერს გავაკეთებთ. ლიტვა და ესტონეთი ფიფას რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან. მაგრამ მათი დონის გუნდებთან გამარჯვება და პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ” – ამბობს ვაისი.

სლოვაკმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ ყველა მოწვეული მოთამშეს თავსი გამოჩენის შანსს მისცემს, მათ შორის, ბელგიური ”გენტის” შემტევი ნახევარმვცელს, გიორგი ჩაკვეტაძეს: ”ამ ორ შეხვედრაში მინდა ყველა ფეხბურთელს მივცე შანსი, მათ შორის სამივე მეკარეს. ჩვენთანაა ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ჩაკვეტაძეც, რომლის თამაშსაც ყურადღებით ვაკვირდებოდი. მას 2 წლის განმავლობაში პროგრესი აქვს და დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. შემიძლია გითხრათ, რომ ზეგ თამაშს სასტარტოში დაიწყებს. ერთ-ერთ შეხვედრაში 2 თავდამსხმელით თამაშსაც ვცდით. კაჭარავა-ქვილითაიას დუეტის დაყენება ძალიან რთულია, შესაძლოა, მეორე ფორვარდად არაბული ან ყაზაიშვილი მოვსინჯო”.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 24 და 27 მარტს, თბილისში ლიტვასთან და ესტონეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ლიტვასთან შეხვედრა 24 მარტს, 19:00 საათზე “მიხეილ მესხზე” ჩატარდება, დასწრება კი უფასოა.

 

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.