ვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე - ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს
ვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე - ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს
ნიდერლანდების დედაქალაქში გამართული ერთა ლიგის C ლიგის წილისყრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.
 
„ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვკონცენტრირდეთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვკონცენტრირდეთ“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშების წილისყრა ამსტერდამში გაიმართა.2020/2021 წლების სეზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა C2 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩენი მეტოქეები იქნებიან სომხეთი, ესტონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.