ვლადიმირ ვაისი - ჩვენი მიზანი ყაზახებთან გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა
ვლადიმირ ვაისი - ჩვენი მიზანი ყაზახებთან გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა

ერთა ლიგის პირველ შეხვედრამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა „ასტანა-არენაზე“ პრსკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე, საქართველოს ნაკრებსა და მეტოქეზე ილაპარაკა.

„ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდს თავისი პლუს-მინუსები გააჩნია. ჩვენი მიზანი კი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ახლა თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა გაააჩნია და შვეცდებით, ტურნირი წარმატებით დავიწყო“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრა ასტანაში ხვალ, 18:00 სააათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.