ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანთან ჩაშლილ შეხვედრაზე: ასეთი შემადგენლობით თამაშს აზრი არ ჰქონდა
ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანთან ჩაშლილ შეხვედრაზე: ასეთი შემადგენლობით თამაშს აზრი არ ჰქონდა

2 თებერვალს ანტალიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებებს უნდა ეთამაშათ, მაგრამ ეს მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გამოცემა azerisport.com-თან თამაშის ჩაშლის მიზეზები განმარტა.

„ბევრ კლუბს ნაკრებში ფეხბურთელების გამოშვება არ სურდა, რადგან მათ გამოყენებას თავად აპირებენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კარგი გუნდის შეკრებას ვერ მოვახერხებდით. აზერბაიჯანთან მესამე თუ მეოთხე შემადგენლობით თამაშს კი აზრი არ ჰქონდა. პირადად ამ მატჩის გამართვა მსურდა, მაგრამ როგორც ვიცი, ორივე ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელები ამ ამხანაგური მატჩის მარტში ან ივნისში გამართვაზე შეთანხმდნენ” – ამბობს ვაისი.