ვლადიმირ პუტინს უკრაინის აღმოსავლეთში ვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკის პოზიციის გაგება სურს
ვლადიმირ პუტინს უკრაინის აღმოსავლეთში ვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკის პოზიციის გაგება სურს

ვლადიმირ პუტინს უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკის პოზიციის გაგება სურს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პეკინში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ვლადიმირ პუტინმა საუბრის დროს უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ გამორიცხა.

„თუ ჩვენ ოდესმე ერთმანეთს შევხვდებით, და ამას არ გამოვრიცხავ, პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ დასრულდეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების სრულად დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების რეკორდული რაოდენობა, 73,22 პროცენტი დააგროვა.