ვლადიმირ პუტინი – ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური

12:04, 29.10.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკს გენიალური ადამიანი უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში გამოფენის დათვალიერებისას განაცხადა.

„ილონ მასკი გენიალური ადამიანია, უბრალოდ ნამდვილად გენიალური. რამდენი ასეთი [თანამგზავრი] ჰყავს მას ორბიტაზე? ხუთი ათასზე მეტი, ჩვენ კი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი კომპანია „სტარლინკის“ ხელმძღვანელთან კონტაქტზეა.

მსგავსი