ვლადიმირ მედინსკი - კომპრომისებზე უკრაინის უარი გამოიწვევს იმას, რომ კიევი უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს
ვლადიმირ მედინსკი - კომპრომისებზე უკრაინის უარი გამოიწვევს იმას, რომ კიევი უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე და უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძვანელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ კომპრომისებზე უკრაინის უარი გამოიწვევს იმას, რომ კიევი უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს. ამის შესახებ მედინსკიმ გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვსურს მშვიდობა, თუმცა თუ უკრაინა გაგრძელებს სხვების ეროვნული ინტერესების ხელმძღვანელობით მოქმედებას, ჩვენ უბრალოდ იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ“, – აღნიშნა მედინსკიმ.

ვლადიმირ მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არის ძმათამკვლელი კონფლიქტი საერთო ისტორიისა და ენის მქონე ქვეყნებს შორის.

„ეს არის როგორც კონფლიქტი ორ ძმას, უფროსსა და უმცროსს შორის იმაზე, რა არის უფრო ჭკვიანური და მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი აღრმავებს ჩვენს განსხვავებებს, ამიტომ ჩვენ ვისურვებდით მის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას“, – განაცხადა მედინსკიმ.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„რუსეთი საკუთარ თავს თუ მიიჩნევს „ძმად“ ნებისმიერი ერის ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ევროპაში, მაშინ ის ამ ისტორიაში არის კაენი, რომელსაც ხელში უკვე ქვა აქვს აღმართული“, – განაცხადა საგარეო უწყების სპიკერმა, გიორგი ტიხიმ.