ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამის შესახებ დაწერა ძმები კლიჩკოების ოფიციალურმა ვებგვერდმა.
უმცროსი კლიჩკო პირველად მოხვდა შესაბამსი ნომინაციაში, სადაც მას 41 კონკურენტი მოკრივე ჰყავდა. უკრაინელმა ხმის მიცემის შედეგად გაიმარჯვა. მასთან ერთად, დიდების დარბაზში მოხვდნენ ამერიკელები – ფლოიდ მეივეზერი და ანდრე უორდი.
აღვნიშნავთ, რომ ვლადიმერ კლიჩკო მეორე უკრაინელია საერთაშორისო დიდების დარბაზში. პირველი იყო მისი უფროსი ძმა ვიტალი კლიჩკო.
ვლადიმერ კლიჩკომ პროფესიულ კარიერაში 69 ბრძოლა ჩაატარა და 64 მოიგო (54 – ნოკაუტით). ის სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი იყო WBO-ს, IBF-ისა და WBA-ის ვერსიებით.