სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპონი ვლადიმირ კლიჩკო ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ძმამ, ყოფილმა ჩემპიონმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა.
„ის მართლაც ძალიან კარგი მენეჯერია. ვლადიმირი უკვე სამი ან ოთხი წელია კითხულობს ლექციებს სანკტ-გალენის უნივერსიტეტში. წელს, მან მიიღო შეთავაზება – წაიკითხოს ლექციები ჰარვარდში. ეს იქნება ლექციების სერია, რომელსაც ერქმევა – Challenge Management (გამოწვევების მართვა). ჰარვარდი დაინტერესდა მისი ლექციებით და გამოხმაურებებით შვეიცარიის უნივერსიტეტისგან. ჩემი ძმა დათანხმდა,“ – ამბობს უფროსი კლიჩკო.
კიევის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ძმა არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას.
„რამდენადაც ვიცი, ვლადიმირს არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. ის საკუთარი თავის რეალიზებას ბიზნესში ახდენს, სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან, მუდმივად მაღიზიანებს წინადადებით მთებში დასვენებაზე ან ჰავაიზე გამგზავრებაზე. სანამ პოლიტიკოსი გავხდებოდი, შემეძლო გავფრენილიყავი იქ, სადაც მომესურვებოდა. მაგრამ, ახლა, მიწევს თავის მართლება დასვენებისთვის ან ფრენებისთვის. ჯერჯერობით, სანამ ამ თანამდებობაზე ვარ, არ მაქვს შესაძლებლობა საკუთარ თავს საკმარისი დრო დავუთმო,“ – ამბობს ყოფილი მოკრივე.