ვლადიმერ ზელენსკიმ ლვოვის ოლქის მოსახლეობას მიმართა, რეგიონის გუბერნატორის შერჩევაში დაეხმარონ  
ვლადიმერ ზელენსკიმ ლვოვის ოლქის მოსახლეობას მიმართა, რეგიონის გუბერნატორის შერჩევაში დაეხმარონ  

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ლვოვის ოლქის მოსახლეობას მიმართა, პრეზიდენტს რეგიონის გუბერნატორის პოსტზე კანდიდატის შერჩევაში დაეხმარონ.

„მოგმართავთ დახმარების თხოვნით, ამ ეტაპზე, არსებობს სამი კანდიდატი. მსურს, გავიგო თქვენი აზრი ამ ადამიანების შესახებ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

კანდიდატებს შორის არიან: ეკონომისტი დენის შმიგალი, მეწარმე მაქსიმ კოზიცკი და იურისტი მარკიან მალსკი არიან.

ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ ლვოვის ოლქის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ლვოვის ოლქი ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკის პეტრო პოროშენკომ მოუგო.