ვლადიმერ ზელენსკი - დონბასში შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ რუსეთის ქმედებაზე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო გადამწყვეტი რეაქცია
ვლადიმერ ზელენსკი - დონბასში შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ რუსეთის ქმედებაზე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო გადამწყვეტი რეაქცია

დონბასში შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებაზე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო გადამწყვეტი რეაქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები უნდა გაძლიერდეს და შენარჩუნდეს იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმების პირობებს სრულად არ შეასრულებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იწყებს კიევში საერთაშორისო პლატფორმის – ყირიმის პლატფორმის შექმნას.

„დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, უნდა გაერთიანდეს, რათა დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, დაიცვან ყირიმელები და ნახევარკუნძულის დეოკუპაცია. ყირიმის საკითხის გადაწყვეტისა და სამართლიანობის აღდგენის შემდეგაც კი, მსოფლიო ვერ დარწმუნდება, რომ არც ერთი ქვეყანა სამომავლოდ აღარ დაზიანდება ოკუპაციისგან. ამიტომ, პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის მექანიზმების ძიება და განვითარება, რომლებიც მომავალში ეფექტურად და სწრაფად დაუპირისპირდება პლანეტის ნებისმიერი ტერიტორიის ოკუპაციის ნებისმიერ მცდელობას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.