ვლადიმერ პუტინსა და სერჟ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ვლადიმერ პუტინსა და სერჟ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ- მინისტრს, სერჟ სარგსიანს რუსეთის პრეზიდენტმა დაურეკა. პუტინმა სარგსიანს კიდევ ერთხელ მიულოცა პრემიერ- მინისტრის პოსტზე არჩევა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ორივე ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

მანამდე პუტინმა სარგსიანს პრემიერის პოსტზე არჩევა „ტელეგრამის” საშუალებით მიულოცა.

სომხეთის პარლამენტმა ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გუშინ აირჩია.