ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ფართომასშტაბიანი შეტაკებების გამო.

რუსეთი მხარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან შემდგომი ესკალაცია და შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი, ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით შედგა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.