ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

19:44, 05.10.2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა.

რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების შესაბამისად, ახალი დოკუმენტების გამოცემამდე.

მსგავსი