ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას. როგორც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის სპეციალური ეკონომიკური ზომები უკრაინის არამეგობრულ ქმედებებს უკავშირდება.
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის მთავრობას დაევალა სპეციალური ეკონომიკური ზომების განსაზღვრა და იმ იურიდიული და ფიზიკური პირების სიის შედგენა, რომელთა წინააღმდეგაც იმოქმედებს ეს ზომები.
ამასთან, კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი გააუქმებს ეკონომიკურ ზომებს, თუ უკრაინა რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.