ვლადიმერ პუტინმა სარვამარტო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებს არ გამოიძახებენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სარვამარტო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებს არ გამოიძახებენ.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა პუტინმა.