ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გარკვეული პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვის განკარგულებას მოაწერა ხელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ქვეყანაში გარკვეული პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვის განკარგულებას. რუსული მედიის ცნობით, პროდუქტებისა და ნედლეულის სიის განსაზღვრა მთავრობას დაევალა.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს ზომა მიმართულია მრეწველობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. განკარგულების მოქმედების ვადად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
განკარგულების თანახმად, აკრძალვა არ შეხება პროდუქციასა და ნედლეულს, რომელსაც მოქალაქეები და უცხოელები რუსეთში შეიტანენ ან რუსეთიდან გაიტანენ პირადი სარგებლობისთვის. პუტინმა ორი დღე მისცა მთავრობას იმ ქვეყნების სიის შესადგენად, სადაც განსაზღვრული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტი იქნება აკრძალული.