ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. განკარგულება 2023 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში.

განკარგულების თანახმად, იკრძალება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თუკი კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად გათვალისწინებულია ზღვრული ფასების ფიქსაციის მექანიზმის გამოყენება.

დეკემბრის დასაწყისში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარის ოდენობით დაამტკიცეს.