ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის უმასპინძლა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის რეზიდენციაში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის უმასპინძლა. მხარეებმა არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს.
„ჩვენი ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ დაიწყება, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად განვიხილოთ იგივე საკითხები, თუმცა არაოფიციალურად“, – განუცხადა პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა მიულოცა ნარენდრა მოდის ხელახალი არჩევა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.