ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ახალი წელი მიულოცა და დილოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ახალი წელი მიულოცა და დილოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ახალი წელი მიულოცა და დილოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. კრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-თან სხვადასხვა საკითხზე დიალოგისთვის მოსკოვი მზადაა.

„ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც სტრატეგიულ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – ნათვქმია პუტინის მისალოც წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტის გარდა, პუტინმა დღესვე ახალი წელი მიულოცა სირიის ლიდერ ბაშარ ასადს და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ე.წ. პრეზიდენტებს.

საახალწლო მილოცვა პუტინისგან მიიღო ასევე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა და პრემიერ-მინისტრმა, იაპონიის მთავრობის მეთაურმა და ჩინეთის ლიდერმა.

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ არიან არც უკრაინის და არც საქართველოს პრეზიდენტები.