ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის საკითხი განიხილეს
ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, დსთ-ს ლიდერების სამიტზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდა განიხილეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა ეკონომიკურ სარგებელს იძლევა. პუტინმა ამის მაგალითად მოიყვანა რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობის ზრდა.

„წელს უკვე ოთხი მილიარდი დოლარია“, – განაცხადა ფაშინიანმა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის კითხვაზე საპასუხოდ, რასაც რუსეთის პრეზიდენტი არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მეტია.

ამის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მაგალითად მოიყვანა გასული წლის მონაცემები, თუმცა პუტინისა და ფაშინიანის წარდგენილი მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ დაემთხვა ერთმანეთს.

„გასულ წელს დაახლოებით ცხრა მილიარდი დოლარი იყო“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი გასულ წელსაც გაცილებით მეტი იყო.

„მეტი. გასულ წელს უფრო მაღალი იყო და წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს უბრალოდ აშკარაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.