ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში, უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში, უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

საფრაგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. საუბრის მთავარი თემა ნორმანდიული ოთხეული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში გაააქტიურონ ერთობლივი მუშაობა უკრაინასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბრის დროს, ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში დიპლომატიური მრჩევლების შეხვედრის შედეგები განიხილეს. მათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.