ვლადიმერ პუტინმა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების კანონს ხელი მოაწერა

13:00, 30.01.2021

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივების კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისი კანონი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების ხუთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების ვადა 5 თებერვალს იწურებოდა. შესაბამისად, მისი მოქმედება 2026 წლის 5 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

მანამდე, შეთანხმების ხუთი წლით გახანგრძლივების მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.

მსგავსი