ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა
ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. როგორც რუსული მედია იუწყება, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთს ექნება უფლება, გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, როდესაც დიპლომატიური შესაძლებლობები ამოიწურება.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა მსოფლიო ოკეანეში აშშ-ის დომინირებაა.

დოქტრინაში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან ურთიერთობებში ფუნდამენტური ფაქტორი გახდება ის, რომ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოება დაუშვებელია.