ვლადიმერ პუტინი – ვხედავთ, გრძელდება ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტის შეზღუდვის მცდელობები, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, ევროპელებს ჩვენი ნავთობი და გაზი ნაკლები ექნებათ, პრობლემა კი – მეტი

21:02, 24.11.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ საწვავზე ევროპაში უარის თქმის მცდელობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებების შედეგად ევროპულ ქვეყნებს ნაკლები ნავთობი და გაზი, მაგრამ მეტი პრობლემა ექნებათ.

„ჩვენ ვხედავთ ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტის შეზღუდვის მცდელობებს, რაც კვლავ გრძელდება. არაერთხელ აღმინიშნავს და დღესაც, როგორც ამბობენ, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ასეთ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება, თუმცა, პირველ რიგში, თავად ევროპელებისთვის. მათ ჩვენი ნავთობი და გაზი ნაკლები ექნებათ, პრობლემა კი – უფრო მეტი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს არავისთვის არასოდეს არაფერი შეუზღუდავს. მისი თქმით, ამას ევროპელი ლიდერები საკუთარი ხელით აკეთებენ.

„არ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გააზრებული და კარგად აწონ-დაწონილია. თავის მხრივ, ჩვენ კი გავაფართოებთ გასაღების ბაზრებს და ვითანამშრომლებთ პროგნოზირებად და პასუხისმგებლიან პარტნიორებთან“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი