ვლადიმერ პუტინი – ვინმეს იგივე ვითარება სურს ბალტიისპირეთში, რაც სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეში? ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ
ვინმეს სურს ბალტიისპირეთში იგივე ვითარება, რაც სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეში? ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აღინიშნა, რომ ფინეთი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა, ცდილობს, დაიცვას საერთაშორისო საზღვაო სამართალი და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილე დაიცავს მას, რასაც მოსკოვიც უჭერს მხარს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ჰორმუზის სრუტეში განვითარებული მოვლენების მსგავსი იქნება“, – განაცხადა პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრის კომენტირებისას.