ვლადიმერ პუტინი - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს: ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით. მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე გზა არსებობს: პირველი, შეიძლება ექსპორტი იმ პორტებით, რომლებიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის შავი ზღვის აუზის პორტები – ოდესა და მიმდებარე პორტები. ნავსადგურების მისადგომები ჩვენ არ დაგვინაღმავს, ეს იყო უკრაინა, რომელმაც დანაღმა. მე უკვე ბევრჯერ ვუთხარი ყველა ჩვენს კოლეგას: განაღმონ და მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა დატოვონ სადგურები. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მათ მშვიდობიან გავლას საერთაშორისო წყლებში“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, უკრაინული პორტების განაღმვისას რუსეთის ზღვიდან არანაირ თავდასხმა არ განახორციელებს. მისივე თქმით, რუსული მხარე მის კონტროლქვეშ არსებული უკრაინული პორტების განაღმვის სამუშაოებს ამთავრებს.
„არის მარცვლეულის ექსპორტის კიდევ ერთი შესაძლებლობა. ეს არის აზოვის ზღვის პორტები – ჩვენ კონტროლქვეშ არსებული ბერდიანსკი, მარიუპოლი. ჩვენ მზად ვართ, უპრობლემოდ უზრუნველვყოთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ყველა ამ პორტით“, – განაცხადა პუტინმა.