ვლადიმერ პუტინი - უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები ნაწილობრივ არის პასუხი სევასტოპოლში ბოლო მოვლენებზე, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია
ვლადიმერ პუტინი - უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები ნაწილობრივ არის პასუხი სევასტოპოლში ბოლო მოვლენებზე, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია

ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები პასუხი სევასტოპოლში ბოლო მოვლენებზე.

„ნაწილობრივ ასეც არის, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, -უპასუხა პუტინმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას.

რუსეთის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, რისი შეთავაზება შეუძლია რუსეთს.

„იმისთვის, რომ რამის შეთავაზება მოხდეს მოლაპარაკებებზე, საჭიროა, ეს მოლაპარაკებები შედგეს. მოლაპარაკებების საკუთარი პოზიციის წინასწარ გასაჯაროება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რათა მოხდეს ეროვნული მიზნების მიღწევა… თუმცა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება. აი, ჩვენ სტამბოლში შევთანხმდით, ისინი კი ადგნენ შემდგომ და ყველაფერი ნაგავში გადაყარეს. ახლა კი საერთოდ, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, საკუთარ თავს აუკრძალეს ჩვენთან საუბარი. როგორ შეიძლება ვისაუბროთ შესაძლო შეთანხმებებზე, როცა იქითა მხრიდან ჩვენთან საუბრის სურვილიც კი არ არის. დაველოდებით, შესაძლოა, მომწიფდეს რამე აუცილებელი პირობები, ჩვენი კეთილი ნება ცნობილია, ის არ შეცვლილა და ეჭვქვეშ არ დაყენებულა“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.