ვლადიმერ პუტინი - სირიაზე დასავლეთის ახალმა თავდასხმებმა მსოფლიო საქმეებში შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს
სირიაზე დასავლეთის ახალმა თავდასხმებმა მსოფლიო საქმეებში შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ დასავლეთის დარტყმებმა კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შანსები დააზარალეს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, გაეროს ქარტიის დარღვევით მოქმედება გლობალურ არენაზე უარყოფითად აისახება.
აღმოსავლეთ ღუტას ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დასავლეთმა სირიის რეჟიმი დაადანაშაულა. საპასუხო დაბომბვები ასადის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ ინტერვენციად შეფასდა. აშშ-ში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიური იარაღის მარაგების წინააღმდეგ იყო მიმართული და ასადის ჩამოგდებას მიზნად არ ისახავდა.