ვლადიმერ პუტინი - საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ახლა მშვიდია, საქართველოს ასევე აქვს მეზობლებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი
ვლადიმერ პუტინი - საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ახლა მშვიდია, საქართველოს ასევე აქვს მეზობლებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ახლა მშვიდია, საქართველოს ასევე აქვს მეზობლებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში დსთ-ს სამიტის შემდეგ მედიის კითხვებზე პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს დსთ-ს მომავლის შესახებ ჰკითხა იმის გათვალსწინებით, რომ საქართველომ ორგანიზაცია დატოვა, უკრაინა არ თანამშრომლობს, მოლდოვა დსთ-სთან გასვლის პროცესშია, ხოლო სომხეთის პრემიერი ფაშინიანი ბოლო სხდომას არ დასწრებია.

„რაც შეეხება საქართველოს, თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი მოხდა სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის პროვოკაციის შემდეგ. ამას მოჰყვა მოვლენები, რომელთა შესახებაც ახლა, ალბათ, უადგილოა საუბარი, თუმცა ამან გამოიწვია დსთ-სთან ურთიერთობების გაუარესება. რა შუაშია აქ დსთ – გაუგებარია. ჩემი შეხედულებით, ისინი თავად არიან დამნაშავეები, თუმცა ეს მათი არჩევანია. თუმცა საქართველოსთანაც ახლა ჩვენი ურთიერთობები მშვიდია. მათ ასევე აქვთ მეზობლებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი. რთული წარმოსადგენია, თუმცა ალბათ ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება. ამის მიუხედავად კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში მათ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი აქვთ, ვიდრე ამ ფარგლებს გარეთ, სულ ეს არის“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.