ვლადიმერ პუტინი - საბჭოთა კავშირის ტერიტორია ისტორიული რუსეთია, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდით სუვერენიზაციის პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში
ვლადიმერ პუტინი - საბჭოთა კავშირის ტერიტორია ისტორიული რუსეთია, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდით სუვერენიზაციის პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში

საბჭოთა კავშირი – ეს ტერიტორია ისტორიული რუსეთია, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდით სუვერენიზაციის პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განცხადა.

„ნამდვილად ასეა. საჯაროდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვსაუბრობდი. საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი. ასე გამოვიდა, რომ მან არსებობა შეწყვიტა. მინდა, ხაზი გავუსვა ამას – ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უახლეს ისტორიაში სუვერენიზაციის პროცესებს, რომლებიც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ძმური ურთიერთობა აქვს ყაზახეთთან და იგივე მოხდებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, ქვეყნებს შორის კარგი სამოკავშირეო ურთიერთობა რომ ყოფილიყო.