ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე კორპორატიული შეთანხმება გაფორმდება
ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე კორპორატიული შეთანხმება გაფორმდება

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე კორპორატიული შეთანხმება გაფორმდება,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს მე და ბატონმა მაკრონმა შეხვედრის დროს რუსეთ-საფრაგნეთის ურთიერთობები და დღეს მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები განვიხილეთ. რის შემდეგაც ხელი მოვაწერეთ კომერციულ დოკუმენტებს, რომლებიც ბატონი მაკრონის ვიზიტისთვის სპეციალურად მომზადდა. ფორუმის ფარგლებში კიდევ იგეგმება რიგი შეთანხმებების, ძირითადად კომერციული და კორპორატიული დოკუმენტების გაფორმება“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, 25 მაისს ფრანგ კოლეგასთან ერთად, ფორუმის ფარგლებში საერთო სამუშაო პროგრამა აქვთ დაგეგმილი, რომლის საშუალებითაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.