ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზად არის, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზად არის, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს

რუსეთი მზად არის, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან დასავლეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაუდანაშაულა.

„უკვე ვთქვი, რომ ჩვენს ქვეყანას ძალუძს, ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულ საფუძველზე, ისე აფრიკის ყველაზე ღარიბი ქვეყნების უსასყიდლო დახმარების სახით, მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ კვლავ ველოდებით რეკორდულ მოსავალს. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, დავამატებ: ჩვენ მზად ვიქნებით, უკვე უახლოეს თვეებში, უახლოეს სამ-ოთხ თვეში უსასყიდლოდ გავუგზავნოთ ბურკინა-ფასოს, ზიმბაბვეს, მალის, სომალის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ერითრეას – თითოეულს 25-50 ათასი ტონა მარცვლელი, უზრუნველვყოფთ ამ პროდუქციის მომხრებლებისთვის უფასო მიწოდებასაც“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის წილი ხუთ პროცენტს შეადგენს, რუსეთის კი – 20 პროცენტს.

„ეს ნიშნავს, რომ სწორედ რუსეთს შეაქვს არსებითი წვლილი გლობალურ სასურსათი უსაფრთხოებაში და წარმოდგენს სოფლის მეუნეობის პროდუქციის სოლიდურ, პასუხისმგებლიან საერთაშორისო მიმწოდებელს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან, საერთო ჯამში, 32,8 მილიონი ტონა ტვირთის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 70 პროცენტი მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, უპირვეელს ყოვლისა, ევროკავშირში მოხვდა. ეთიოპიაზე, სუდანზე, სომალისა და სხვა აფრიკულ ქვეყნებზე საერთო მოცულობის სამ პროცენტზე ნაკლები მოვიდა, კერძოდ, მილიონ ტონაზე ნაკლები. ამასთან, პუტინის განცხადებით, არ შესრულდა შეთანხმების ის პირობა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე რუსული მარცვლეულისა და სასუქის მიწოდებისთვის არსებული დაბრკოლებების გაუქმებას ითვალისწინებდა.