ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მისწრაფებას თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისკენ, იმ პრინციპის პატივისცემით, რომ თითოეულ სახელმწიფოს განვითარების საკუთარი მოდელი აქვს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მისწრაფებას თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისკენ, იმ პრინციპის პატივისცემით, რომ თითოეულ სახელმწიფოს განვითარების საკუთარი მოდელი აქვს

რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მისწრაფებას თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისკენ, იმ პრინციპის პატივისცემით, რომ თითოეულ სახელმწიფოს განვითარების საკუთარი მოდელი აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში ვიზიტისას, ჩინეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი და ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა, იზიარებენ მისწრაფებას თანაბარუფლებიანი თანამშრომლობისკენ, იმ პრინციპის პატივისცემით, რომ თითოეულ სახელმწიფოს განვითარების საკუთარი მოდელი აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის შესახებ არ უსაუბრია.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პეკინი „ცალმხრივი სანქციებისა და ეკონომიკური იძულების პოლიტიკის წინააღმდეგია და გეოპოლიტიკურ თამაშებში ან ბლოკების პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს“.

ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი 2023 წელს პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“. რუსული მედია წერს, რომ პუტინი ამ ფორუმს საპატიო სტუმრის რანგში სტუმრობს, რადგან ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შემდეგ. თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო ჩინეთი „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის წარმატებით რეალიზაციისთვის.

„ერთი სარტყელი და ერთი გზა“ არის ჩინეთის პროგრამა აზიისა და აფრიკის დასაკავშირებლად, სახმელეთო და საზღვაო გზებით. ამის მიზანია რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავება, ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება