ვლადიმერ პუტინი - მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ უკრაინის პრეზიდენტი დონბასში თანამემამულეებთან საუბარს დაიწყებს
ვლადიმერ პუტინი - მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ უკრაინის პრეზიდენტი დონბასში თანამემამულეებთან საუბარს დაიწყებს

მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ უკრაინის პრეზიდენტი წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს და დონბასში თანამემამულეებთან საუბარს დაიწყებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, იტალიურ გამოცემა, „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის კავშირების გაუმჯობესებისთვის საჭიროა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს სეპარატისტები არ უწოდოს და მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის საერთო ინტერესებში არა კონფრონტაცია, არამედ პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებაა.