ვლადიმერ პუტინი - მოლდოვასა და უკრაინაში ოლიგარქებმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონს დაუჭერს მხარს, რათა „მოლდოვა წინა მთავრობისგან გათავისუფლდეს“. ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „მირ“-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მოლდოვის პრეზიდენტს და კოალიციურ მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, რათა ისინი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ იმ ხალხისგან, რომლებსაც ამ დრომდე მოლდოვაში ხელისუფლება ჰქონდათ უზურპირებული. მაგრამ მოლდოვა გამონაკლისი არ არის. მოლდოვაში და ნაწილობრივ უკრაინაშიც მთავრობა ოლიგარქების მიერ იყო უზურპირებული, რომლებმაც ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულად დაიმორჩილეს. მათ შორის, სამართალდამცველები, პარლამენტი და ა.შ. ანუ მათ ხალხის ხარჯზე ფული იშოვეს და ეს ფული გამოიყენეს პირადი კეთილდღეობისა და სახელმწიფოს მართვის ყველა ბერკეტის ხელში ჩასაგდებად“, – განაცხადა ვლდიმერ პუტინმა.