ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულ იტურუპზე ჩავიდა, იაპონია ვიზიტს გმობს და აცხადებს, რომ კუნძული იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულ იტურუპზე ჩავიდა. კრემლის ცნობით, ეს პუტინის პირველი ვიზიტია კურილის კუნძულებზე.
რუსეთის ლიდერმა მოინახულა თევზის გადამამუშავებელი საწარმო „იასნი“, რაიონული საავადმყოფო და სკოლა, ასევე შეხვდა სახალინის ოლქის გუბერნატორს.
იაპონური მედიის ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი აცხადებს, რომ ტოკიო ვიზიტს „მკაცრად აპროტესტებს“ და აღნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ოთხი ტერიტორია, მათ შორის ეტოროფუს კუნძული (რუსულად იტურუპი), როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა“.
ცნობისთვის, საბჭოთა კავშირმა კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წელს დაიკავა. იაპონია არქიპელაგის სამხრეთით მდებარე ოთხ კუნძულს – იტურუპს, კუნაშირს, შიკოტანსა და ჰაბომაის თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს.