ვლადიმერ პუტინი - ხმელთაშუა ზღვაში რუსული ფრეგატები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან
სირიაში არსებული საფრთხის გამო, ხმელთაშუა ზღვაში რუსული ფრეგატები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, სირიაში საერთაშორისო ტერორიზმი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც რუსული სამხედრო ხომალდები ახალი „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებითაა აღჭურვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხომალდებიდან გაშვებულმა რაკეტებმა ტერორისტებს სერიოზული ზიანი მიაყენა და მათი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.