ვლადიმერ პუტინი ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის უფროს მრჩეველს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის უფროს მრჩეველს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის უფროს მრჩეველს, ალი ლარიჯანის მოსკოვში შეხვდა.

კრემლის ინფორმაციით, ირანის წარმომადგენელმა შეაფასა ახლო აღმოსავლეთსა და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული გამწვავებული ვითარება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ დაადასტურა პოზიციები, რომლებიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური მოგვარებისკენ.