ვლადიმერ პუტინი - ევროპაში უნდობლობის ზრდის მთავარი მიზეზი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროპაში უნდობლობის ზრდის მთავარი მიზეზი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, „ნატო-ს გაფართოებამ ფაქტობრივად დაასამარა იმედი, რომ ევროპა იქნებოდა გამყოფი ხაზების გარეშე“.
„ნატო-ს გადაადგილება აღმოსავლეთით დაიწყო იმით, რომ საბჭოთა მთავრობამ ფაქტობრივად დაარწმუნა გაერთიანებული გერმანია, გაწევრიანებულიყო ნატო-ში. სწორედ ამით დაიწყო ევროპაში უნდობლობის სწრაფი ზრდა“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, „ბევრი ქვეყანა ევროპაში ხელოვნური არჩევნის წინაშე დააყენეს – ყოფილიყვნენ კოლექტიურ დასაველთთან ან რუსეთთან“. „ფაქტობრივად, ეს იყო ულტიმატუმი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„უკრაინის მაგალითზე ჩანს, სადამდე მიგვიყვანა ასეთმა აგრესიულმა პოლიტიკამ“, – განაცხადა პუტინმა.