ვლადიმერ პუტინი - ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როცა დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის
ვლადიმერ პუტინი - ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როცა დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩინეთის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა ასევე ისაუბრა ჩინეთისა და რუსეთის სავაჭრო კავშირებზე. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთისთვის ნომერ პირველი პარტნიორია.

მისივე თქმით, ორი ქვეყანა განავითარებს ურთიერთობებს ფინანსურ, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში. პუტინის განცხადებით, ჩინეთი ამჟამად რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია.

ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ეხმარება ჩინეთს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში.